მთავრობის მიერ დამტკიცებულ სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის დანერგვაზე მუშაობა გრძელდება

მთავრობის მიერ დამტკიცებულ სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის დანერგვაზე მუშაობა გრძელდება
მთავრობის მიერ დამტკიცებულ სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის დანერგვაზე მუშაობა გრძელდება.
სერვისების მიწოდების ერთიანი სტანდარტის შემუშავებაზე პასუხისმგებელმა უწყებამ – იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებთან სერვისების სფეროში ერთიანი, ახალი სტანდარტების დანერგვის პრაქტიკულ ასპექტებზე მორიგი შეხვედრა გამართა.
სტრატეგიის შესრულების კოორდინაციის მიზნით, სერვისების მიმწოდებელი უწყებების სამუშაო ჯგუფის შეხვედრები რეგულარულად იმართება.
2022-2025 წლებში სტრატეგიის პრაქტიკაში რეალიზაციის შედეგად, სახელმწიფო სერვისები მოსახლეობას კიდევ უფრო მარტივად, ერთიანი, მაღალი სტანდარტით მიეწოდება.