პერსონალურ მონაცემთა დაცვა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
სააგენტო თანმიმდევრულად და ეფექტურად ნერგავს მონაცემთა დაცვის მაღალ სტანდარტებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას მონაცემთა დამუშავების კანონიერებისა და მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით, სააგენტოში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დღიდან, სისტემატურად ხორციელდება მიმდინარე პროცესებისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრაქტიკის ზოგადი ანალიზი, ინერგება რისკების შეფასებასა და მართვაზე დაფუძნებული მიდგომები, იხვეწება ყველა ის პროცესი თუ მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტი, რომლითაც ხელმძღვანელობს სააგენტო. განვითარდა ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა, რაც შესაძლებელს ხდის პერსონალურ მონაცემებზე არაკანონიერი წვდომა, მათი შემთხვევითი დაკარგვა და განადგურება თავიდან იქნეს აცილებული. ტექნიკურად დაიხვეწა მონაცემთა კარგვის სისტემა, დაინერგა მონაცემთა დაცვის პოლიტიკა და მონაცემთა დაცვის საკითხებზე სააგენტოს თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლების პროგრამები, დაინიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომლის ყოველდღიური საქმიანობა მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის შენარჩუნება და მონაცემთა დაცვის პოლიტიკის წარმართვაა. სააგენტოს თანამშრომლების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას რეგულარულად ამოწმებს სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახური.
სააგენტო:
ა) ახდენს ამ განაცხადისა და დეკლარირებული მიზნების პროპორციულ (ადეკვატურ) ინვესტირებას პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონმდებლობის დაცვისა და საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრების, მათ შორის, თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებისა და სწავლების საქმეში;
ბ) სისტემურად ნერგავს რისკების შეფასებასა და მართვაზე დაფუძნებულ მიდგომებსა და მონაცემთა უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებს;
გ) განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობა მონაცემთა სუბიექტებს, საკუთარი ინიციატივით ან მოთხოვნისთანავე აწვდის მათ მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას, მიმართავს ყველა ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს მონაცემთა სუბიექტის უფლებების რეალიზაციას;
დ) განსაკუთრებული გულისხმიერებით რეაგირებს მონაცემთა სუბიექტის ნებისმიერ განცხადებასა თუ წუხილზე, რომელიც უკავშირდება პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
მონაცემთა დამუშავების მიზანი
სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არის ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს სამოქალაქო რეესტრს „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის, ასევე მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხების განხილვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაციის, მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისა და სხვა მომსახურებათა გაწევის, მოსახლეობის რეესტრის წარმოების, მასში სრულყოფილი/ვალიდური ინფორმაციის ასახვისა და სახელმწიფო დაწესებულებებისათვის მიწოდების, აგრეთვე, გაცემული დოკუმენტების აღრიცხვისა და გაყალბების თავიდან აცილების და სხვა მიზნით, სააგენტო ამუშავებს ფიზიკურ პირთა პერსონალურ მონაცემებს.
სააგენტო მონაცემთა დამუშავების თითოეული პროცესისთვის მკაფიოდ და კონკრეტულად განსაზღვრავს მონაცემთა შეგროვების/მოპოვებისა და შემდგომი დამუშავების კანონიერ მიზნებს. სააგენტოში დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნებით. ამასთან, მონაცემთა შემდგომი დამუშავება საჯარო ინტერესების შესაბამისად, არქივირების, სამეცნიერო ან ისტორიული კვლევის ან სტატისტიკური მიზნებისთვის თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებლად არ მიიჩნევა.
მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
სააგენტო აღნიშნულ მონაცემებს ამუშავებს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად ან/და მისთვის მომსახურების გასაწევად („პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით), „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად. სააგენტომ შეიძლება ასევე მონაცემები დაამუშაოს მონაცემთა სუბიექტის თანხმობით ან სააგენტოს ან მესამე პირის მნიშვნელოვანი და აღმატებული ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად. მონაცემთა დამუშავების თითოეული პროცესისთვის სააგენტო წინასწარ ახდენს მონაცემთა დამუშავების შესაბამისი კანონიერი საფუძვლის იდენტიფიცირებას.
მონაცემთა სუბიექტთა წრე
სააგენტოში მუშავდება მონაცემთა შემდეგი სუბიექტების მონაცემები:
მონაცემთა კატეგორია
სააგენტოში დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა წრე საკმაოდ ფართოა და მოიცავს:
ზემოაღნიშნულის გარდა, მონაცემთა სუბიექტის მიერ სააგენტოსაგან მიღებული მომსახურების შესაბამისად, მუშავდება სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია (მონაცემები).
მონაცემთა შენახვის ვადები
სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მონაცემთა შენახვის ვადებისა და მონაცემთა დამუშავების კანონიერი მიზნების გათვალისწინებით, განსაზღვრავს მათი შენახვის ვადას და ვადის გასვლის შემდგომ უზრუნველყოფს მათ წაშლას, განადგურებას ან მხოლოდ დეპერსონალიზებული ფორმით შენახვას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მონაცემთა შემდგომი დამუშავება განსაზღვრულია კანონით ან/და კანონის შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით და მონაცემთა შენახვა აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში აღმატებული ინტერესების დასაცავად. ამასთან, საჯარო ინტერესების შესაბამისად, არქივირების, სამეცნიერო ან ისტორიული კვლევის ან სტატისტიკური მიზნებისთვის მონაცემთა უფრო ხანგრძლივად შენახვის შემთხვევაში, სააგენტო მონაცემთა სუბიექტის უფლებების დასაცავად იღებს უსაფრთხოების სათანადო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს.
სააგენტოში პერსონალური მონაცემები ინახება სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით მასზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების საქმეთა ნაერთი ნომენკლატურისა და ტერიტორიული სამსახურების საქმეთა ტიპური ნომენკლატურით დადგენილი ვადების გათვალისწინებით.
მონაცემთა მიმღები
სააგენტოში დამუშავებულ მონაცემთა მიმღებნი არიან სხვა სახელმწიფო უწყებები (მაგ: სამინისტროები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები) და კერძო ორგანიზაციები (მაგ: „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშვალდებული პირები). აღნიშნული პირებისთვის მონაცემები ხელმისაწვდომი ხდება მხოლოდ შესაბამისი კანონიერი საფუძვლის არსებობისას (მაგ: კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად ან თავად მონაცემთა სუბიექტის თანხმობით) და მათთან გაფორმებული მემორანდუმებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს მონაცემთა დამუშავების კანონიერებისა და სამართლიანობის, უსაფრთხოებისა და სუბიექტთა უფლებებისა და ინტერესების დაცვისთვის მისაღებ ორგანიზაციულ-ტექნიკურ ზომებს.
მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვა
სააგენტოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს მონაცემთა სუბიექტის უფლებების პატივისცემა და მათი რეალიზების ხელშეწყობა. სააგენტო ატარებს საჭირო ორგანიზაციულ და სამართლებრივ ღონისძიებებს, რათა დაცული იყოს „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მონაცემთა სუბიექტის ყველა უფლება, მათ შორის:
ზემოთ ჩამოთვლილი უფლებები არ არის აბსოლუტური და შეიძლება შეიზღუდოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნას სააგენტო განიხილავს და მათზე რეაგირებას ახდენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ჩართულობით.
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და მიზნებით მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს, რომ შეზღუდვა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამასთან, შეზღუდვის ზომა გამოიყენება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად
სააგენტოში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, თამარ გიგინეიშვილს – t.gigineishvili@sda.gov.ge