საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილება ამოქმედდა
2024 წლის 1 მაისიდან საქართველოს მოქალაქეობის მსურველი პირები ცოდნის დონის შემოწმების ტესტირებას გაივლიან მოქალაქეობის მოპოვების თაობაზე განცხადების წარდგენამდე.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, 2024 წლის 1 მაისიდან:
· ცოდნის დონე შემოწმდება განცხადების წარდგენამდე;
· გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა იქნება შეუზღუდავი;
· ტესტირების დადებითი შედეგი ძალაში იქნება 1 წლის განმავლობაში;
· ტესტირების დადებითი შედეგის მქონე პირი შეძლებს საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებაზე განცხადების წარდგენას;
საკანონმდებლო ცვლილების მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობების გაუმჯობესება და მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის დახვეწა.