სახელმწიიფო სერვისების განვითარების სააგენტომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლთა რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
მოლდოვის რესპუბლიკის დედაქალაქ კიშინეუში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, პროექტის – „საჯარო სერვისების გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ – ფარგლებში, რეგიონული შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებმა რეგიონული შეხვედრის 30-მდე მონაწილეს – კოლეგებს აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან გამოცდილება გაუზიარეს საჯარო მმართველობის რეფორმის, ციფრულ ტრანსფორმაციის, ელექტრონულ და დისტანციურ სერვისების მიმართულებით.
პროექტი – „საჯარო სერვისების გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით მიმდინარეობს. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პროექტის ერთ-ერთი ბენეფიციარია.
პროგრამის მიაზნია მონაწილე ქვეყნებისათვის პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების მიმართულებით კონსულტაციების გაწევა, ადმინისტრაციული პროცესების დახვეწის კუთხით საექსპერტო დახმარება, პროცესებზე პასუხისმგებელი თანამშრომლებისა და ხელმძღვანელი პირების შემოქმედებითი შესაძლებლობების გაძლიერება, ქსელისა და დიალოგის პლატფორმების შექმნა, უწყვეტი სწავლების და ცვლილებების ხელშეწყობა.