სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცენტრალური აზიის ქვეყნების დელეგაციას სერვისების მიწოდების მიმართულებით გამოცდილება გაუზიარა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცენტრალური აზიის ქვეყნების დელეგაციას სერვისების მიწოდების მიმართულებით გამოცდილება გაუზიარა

იუსტიციის სამინიტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ყაზახეთის და უზბეკეთის რესპუბლიკების სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელთა დელეგაცია  ეწვია. ვიზიტის მიზანი იყო სახელმწიფო სერვისების გაცემასთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილების გაზიარება.

სააგენტოს წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს გააცნეს უწყების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიმოიხილეს სახელმწიფო სერვისების მიწოდების  ერთიანი მიდგომები და პროცესი, ასევე ისაუბრეს სააგენტოს როლსა და ჩართულობაზე ქვეყანაში საჯარო ადმინისტრირებისა და ციფრული მმართველობის განვითარების კუთხით.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუმრები სააგენტოს დისტანციური მომსახურებით, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერვისებით დაინტერესდნენ.

ყაზახეთის და უზბეკეთის რესპუბლიკების დელეგაციის სასწავლო ვიზიტი საქართველოში  გაეროს მიგრაციის სააგენტოს – მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM)  მხარდაჭერით განხორციელდა.