იუსტიციის სამინისტროს სსიპ “სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს” თავმჯდომარე, რუსუდან კოხოძე მარნეულში ქვემო ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. სააგენტოს თავმჯდომარე მათ საჭიროებებს და სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო.
ქვემო ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მოქალაქეთა მისამართზე რეგისტრაცია, მათი დოკუმენტირება, სამოქალაქო აქტების – დაბადების, ქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების – რეგისტრაცია, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა, კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სახის ცნობების გაცემა და სხვ.
შეხვედრაზე რუსუდან კოხოძემ ინფორმაცია მიიღო მიმდინარე საქმიანობის, არსებული გამოწვევებისა და მათი მოგვარების გზების შესახებ. სააგენტოს თავმჯდომარემ თანამშრომლებს საქმიანობის ეფექტიანად შესრულებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე და სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დირექტორი დავით გვარამაძე, სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თამთა ფეტვიაშვილი და ქვემო ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსი ნინო მესხი.
მსგავსი ტიპის შეხვედრები სამომავლოდ სხვა რეგიონებშიც გაიმართება.