იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებთან კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელიც სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძემ გახსნა.
კომუნიკაციების ომბუდსმენმა შეხვედრაზე ისაუბრა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობასა და კომუნიკაციების სფეროში არსებულ გამოწვევებზე. მან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს გააცნო ქვეყანაში კომუნიკაციებთან დაკავშირებით როგორც ინდივიდუალური მომხმარებლების, ასევე კომპანიების უფლებების, მათი კანონიერი ინტერესების დაცვისა და აღსრულების მექანიზმები.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური შესაბამის რეაგირებას ახდენს მომხმარებელთა ინდივიდუალურ და ერთობლივ განცხადება/საჩივრებზე, სატელეფონო შეტყობინებებზე, ასევე მონაწილეობს საქართველოს კანონმდებლობის იმ პროექტების მომზადებაში, რომლებმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მომხმარებელთა ინტერესებზე. სამსახურის წარმომადგენლები აგრეთვე საინფორმაციო კონსულტაციას უწევენ დაინტერესებულ მომხმარებლებს.