სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელი პარამკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელი პარამკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის თანამშრომელი ზაურ ქათამაძე, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე პარამკლავჭიდის 28-ე ევროპის ჩეპიონატზე, 75 კგ წონით კატეგორიაში, მარჯვენა და მარცხენა ხელით ასპარეზობდა. მან ორივე ხელით ფინალური ორთაბრძოლა მოიგო, რის შედეგადაც ორი ოქროს მედლის და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.

ზაურ ქათამაძე სპორტის ამ სახეობაში 2019 წლიდან ასპარეზობს. დღემდე მას არაერთი საერთაშორისო ტიტული აქვს მოპოვებული. იგი მსოფლიოს სამგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონია.