სააგენტოს წარმომადგენლებმა ბიზნესპროცესების გამარტივებისა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მხარდასაჭერად ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიმართულებით მსოფლიოს უდიდესი კომპანიების საუკეთესო გამოცდილება გაიზიარეს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სააგენტოს მიერ მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების გაუმჯობესებას თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციების შესაბამისად.
ვებსამიტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენციაა, სადაც მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიები და სტარტაპები ერთ სივრცეში არიან წარმოდგენილნი. ღონისძიების ფარგლებში იმართება უახლესი IT ტექნოლოგიების გამოფენები, დისკუსიები და შეხვედრები, სადაც მონაწილეები ერთმანეთს ინოვაციურ იდეებსა და გამოცდილებას უზიარებენ.
წლევანდელმა ტექნოლოგიურმა სამიტმა ჯამში 160 ქვეყნიდან 70 000-ზე მეტ მონაწილეს და 3000-ზე მეტ კომპანიას უმასპინძლა.


