პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და მონაცემთა დამუშავების სტანდარტის გამოყენება სააგენტოს საქმიანობაში მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციაა, რომლის პრიორიტეტია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა. უწყება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციისა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით თანმიმდევრულად და ეფექტურად ნერგავს მონაცემთა დაცვის მაღალ სტანდარტებს. სააგენტო მუდმივად ზრუნავს ამ მიმართულებით თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებაზე.











