სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ  ტერიტორიული სამსახურების უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ  ტერიტორიული სამსახურების უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძემ სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის ტერიტორიული სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად მიმდინარე საქმიანობის შედეგები განიხილა და მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის საჭირო საკითხებზე იმსჯელა.

სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიული სამსახურების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მოქალაქეთა მისამართზე რეგისტრაცია, მათი დოკუმენტირება, სამოქალაქო აქტების – დაბადების, ქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების – რეგისტრაცია, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა, კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სახის ცნობების გაცემა და სხვ.

სამუშაო შეხვედრაზე რუსუდან კოხოძემ ტერიტორიული სამსახურის უფროსებს საქმიანობის ეფექტიანად შესრულებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.