„კარდაკარ“ კამპანიის ფარგლებში რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის მედიასემინარი ჩატარდა

„კარდაკარ“ კამპანიის ფარგლებში რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის მედიასემინარი ჩატარდა

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის​(UNHCR) წარმომადგენლებმა, „კარდაკარ“ კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეობის არმქონე/უდოკუმენტო პირების იდენტიფიცირების საკითხზე რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის​ მედიასემინარი ჩაატარეს.

მედიასემინარის მიზანია   „კარდაკარ“ კამპანიის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

„კარდაკარ“ კამპანია ემსახურება მოქალაქეობის არმქონე/უდოკუმენტო პირების იდენტიფიცირებას და მათი უფლებების სრულფასოვნად რეალიზაციის ხელშეწყობას. კამპანია UNHCR-თან თანამშრომლობით ხორციელდება

სემინარში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 10 რეგიონის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელმა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქალაქეობის არმქონე/უდოკუმენტო პირების რაოდენობა მცირეა, სახელმწიფოსთვის  მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ადამიანი ფლობდეს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და სრულად იყოს უზრუნველყოფილი მათი უფლებების რეალიზაცია.