სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელი პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელი პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელი, ზაურ ქათამაძე, 2024 წლის პარამკლავჭიდის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გახდა.

ზაურ ქათამაძე სპორტის ამ სახეობაში 2019 წლიდან ასპარეზობს. მას მოპოვებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ტიტული.

  • 2019 წელს მან საქართველოს ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1-ელ და მე-2 ადგილებზე გავიდა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა;
  • 2019 წელს საბერძნეთში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა, რუმინეთში კი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა;
  • 2022 წელს თურქეთში მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მიიღო;
  • 2023 წელს მოლდოვაში ევროპის ჩემპიონატზე მე-2 ადგილზე გავიდა, ხოლო ყაზახეთში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა;
  • 2024 წელს სლოვაკეთში ევროპის ჩემპიონატზე – მარცხენა ხელით ასპარეზობისას მოიპოვა მე-2 ადგილი, ხოლო მარჯვენა ხელით შერკინებისას მე-3 ადგილი.