იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის თანამშრომელმა, პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა 2024 წლის ზაფხულის პარალიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ვლადიმერ ჭინჭარაულმა R9 კატეგორიაში შაშხანის 50 მეტრზე სროლის ფინალში ასპარეზობისას 248,2 ქულა დააგროვა და საქართველოს პარიზის პარალიმპიადაზე პირველი ვერცხლის მედალი მოუტანა.