იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძე დასავლეთ საქართველოში უწყების ტერიტორიული სამსახურების თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო.
ბათუმსა და ზუგდიდში გამართულ შეხვედრებზე რუსუდან კოხოძემ ინფორმაცია მიიღო მიმდინარე საქმიანობის, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. სააგენტოს თავმჯდომარემ თანამშრომლებს უწყების განვითარების, სერვისების გაუმჯობესებისა და მათზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის თაობაზე თავისი ხედვა გააცნო.
მსგავსი ტიპის შეხვედრები სამომავლოდ სხვა რეგიონებშიც გაიმართება.





