სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო რეგიონში კვლავ ერთადერთი უწყებაა, რომელიც ევროპული რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით არის სერტიფიცირებული

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო რეგიონში კვლავ ერთადერთი უწყებაა, რომელიც ევროპული რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით არის სერტიფიცირებული

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წელსაც წარმატებით გაიარა აუდიტი, რითაც დადასტურდა, რომ მის მიერ მიწოდებული კვალიფიციური სანდო მომსახურება – კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა, კვალიფიციური ელექტრონული შტამპი და დროის კვალიფიციური აღნიშვნა სრულად შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციების მოთხოვნებს.

აუდიტი ჩაატარა ევროკომისიის მიერ აკრედიტებულმა, დამოუკიდებელმა შესაბამისობის შემფასებელმა ორგანომ (CAB) – QSCert-მა და სააგენტომ მიიღო შესაბამისობის სერტიფიკატები.

სააგენტო რეგიონში კვლავ ერთადერთი უწყებაა, რომლის საქმიანობა ევროკავშირში მოქმედ eIDAS-ის რეგულაციას და ევროპული ტელეკომუნიკაციების ინსტიტუტის (ETSI) სტანდარტებს შეესაბამება.