სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ევროპელ კოლეგებს სამოქალაქო აქტების დიგიტალიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ გამოცდილება გაუზიარა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ევროპელ კოლეგებს სამოქალაქო აქტების დიგიტალიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ გამოცდილება გაუზიარა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განაგრძობს ევროპული ქვეყნებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაცნობას. სააგენტოს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ესტონეთში, ქალაქ ტალინში გამართულ რეგისტრატორთა ევროპული ასოციაციის (EVS) რიგით 21-ე კონგრესში და ევროპელ კოლეგებს სამოქალაქო აქტების დიგიტალიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის სფეროში გამოცდილება გაუზიარეს.

კონგრესში ასევე მონაწილეობდნენ ესტონეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ფინეთის, ლატვიის, შვეიცარიის, ბელგიისა და ესპანეთის წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა ელექტრონული სერვისების განვითარების, სამოქალაქო რეესტრისა და საჯარო დოკუმენტების გაციფრულების საკითხები განიხილეს.