სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სლოვენიელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სლოვენიელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა

სლოვენიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ქალაქ დომჟალეს ადმინისტრაციულ ერთეულს ეწვივნენ. დელეგაციის წევრები ბინადრობის განაცხადის განხილვისა და შემოწმების პროცედურებს, პრაქტიკულ მაგალითებს, საქმის შესწავლისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს გაეცნენ. ამასთანავე, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძვლების შემოწმებისა და მონიტორინგის სხვადასხვა ფორმის გამოყენების, ასევე, სავიზო პოლიტიკისა და ელექტრონული მონაცემების ბაზის დახვეწის შესახებ.

ვიზიტი მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერითა და ორგანიზებით განხორციელდა.