სააგენტომ კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინოვაციების რეგიონულ კონფერენციაზე ციფრული საიდენტიფიკაციო საფულე წარადგინა

სააგენტომ კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინოვაციების რეგიონულ კონფერენციაზე ციფრული საიდენტიფიკაციო საფულე წარადგინა

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინოვაციების მე-13 რეგიონული კონფერენცია “GITI”-ის მონაწილეებს ციფრული იდენტიფიკაციის საფულის – GeWallet-ის კონცეფცია გააცნო.

ციფრული საიდენტიფიკაციო საფულე – GeWallet არის მაღალი დაცულობის იდენტიფიკაციის საშუალება და ბაზარზე არსებული გამოწვევების ტექნოლოგიური და სამართლებრივი გადაწყვეტა. იგი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ციფრული ტრანსფორმაციისა და ციფრული ეკონომიკის განვითარების პროცესში. მომხმარებლები GeWallet-ის საშუალებით შეძლებენ:

• ციფრულ და ფიზიკურ სივრცეში იდენტიფიკაციას;

• კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებას;

• საფულეში არსებული ციფრული დოკუმენტების გამოყენებას;

• სამგზავრო დოკუმენტის გამოყენებას;

• პერსონალური მონაცემების გაზიარებას.

“GITI” ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. კონფერენცია „ICT ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებითა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს პარტნიორობით ტარდება.