იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) და „საჯარო ადმინისტრირების ევროპული ინსტიტუტის“ (EIPA) წარმომადგენლებთან ერთად განიხილა საჯარო უწყებებში ხარისხის მართვის სისტემის გაძლიერებისთვის თვითშეფასების ევროპული მოდელის მნიშვნელობა.
სააგენტოს თავმჯდომარემ, ქეთევან ბეთლემიძემ უწყებაში დანერგილი „შეფასების ერთიანი სისტემის“ (Common Assessment Framework – CAF) შესახებ ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს GIZ-ის პროექტის – „საჯარო სერვისების განახლება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები, რომლებიც EIPA-სა და „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“(OECD) „მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების“ პროგრამის (SIGMA) ექსპერტული მხარდაჭერით განხორციელდება. ასევე, იმსჯელეს CAF-ის რესურსცენტრის შექმნის პერსპექტივებზე.
პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აქტიური ჩართულობით, იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთ სსიპ-ში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში ორგანიზაციული თვითშეფასების ევროპული მოდელი დაინერგება.
„შეფასების ერთიანი სისტემის“ მიზანია საჯარო უწყებებში შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის გაუმჯობესება, რასაც უზრუნველყოფს არსებული მდგომარეობის სისტემატური და კომპლექსური თვითშეფასება.


