სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიის ფარგლებში საჯარო უწყებების 300-მდე წარმომადგენელი გადამზადდა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიის ფარგლებში  საჯარო უწყებების 300-მდე წარმომადგენელი გადამზადდა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით,  სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებული,   სახელმწიფო  სერვისების  შექმნის,  მიწოდების, ხარისხის  უზრუნველყოფისა  და განფასების   ტრენინგ-მოდულები მოამზადა​. აღნიშნულ საკითხებზე სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების 300-მდე წარმომადგენელი გადამზადდა.

ქვეყანაში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში,  საქართველოში პირველად შეიქმნა და მთავრობამ დაამტკიცდა სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების ერთიანი სტრატეგია. რეფორმის შედეგად სახელმწიფო სერვისების მიწოდება მომხმარებლისათვის კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდება.
სერვისების გამარტივებულად მიწოდების სტანდარტის შემუშავებაზე პასუხისმგებელი უწყება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოა.
ტრენინგები ჩატარდა პროექტის – „საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა, საქართველოში სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესების გზით, ფაზა 2“ – ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)  და დიი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო  სერვისების  შექმნის,  მიწოდების, ხარისხის  უზრუნველყოფისა  და განფასების   ტრენინგ-მოდულები იუსტიციის სასწავლო ცენტრშია დანერგილი და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისათვის.