იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის(UNHCR) წარმომადგენლებმა, „კარდაკარ“ კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეობის არმქონე/უდოკუმენტო პირების იდენტიფიცირების საკითხზე რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის მედიასემინარი ჩაატარეს.
მედიასემინარის მიზანია „კარდაკარ“ კამპანიის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
„კარდაკარ“ კამპანია ემსახურება მოქალაქეობის არმქონე/უდოკუმენტო პირების იდენტიფიცირებას და მათი უფლებების სრულფასოვნად რეალიზაციის ხელშეწყობას. კამპანია UNHCR-თან თანამშრომლობით ხორციელდება
სემინარში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 10 რეგიონის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელმა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქალაქეობის არმქონე/უდოკუმენტო პირების რაოდენობა მცირეა, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ადამიანი ფლობდეს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და სრულად იყოს უზრუნველყოფილი მათი უფლებების რეალიზაცია.







