საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს (CERD) მოქალაქეობის არმქონეობის საკითხებზე საქართველოს მიერ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გააცნო

2022 წლის 23-24 ნოემბერს, ქ. ჟენევაში, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა განიხილა „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, საქართველოს მიერ წარდგენილი სახელმწიფო ანგარიში.

საქართველოს დელეგაციამ, რომელიც აერთიანებდა სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს, კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია კონვენციის იმპლემენტაციაზე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ – ქეთევან ბეთლემიძემ რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია წარუდგინა მოქალაქეობის არმქონეობის საკითხებზე საქართველოში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე, რაც დადებითად იქნა შეფასებული კომიტეტის წევრების მიერ.

აღსანიშნავია, რომ  სააგენტოს პროაქტიული მუშაობის შედეგად, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.