სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ევროკავშირისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი სემინარი გაიმართა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ევროკავშირისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივ სემინარზე საერთაშორისო მიგრაციის სფეროში მონაცემთა მოგროვების, მონაცემთა დამუშავების ტექნოლოგიური გადაწყვეტისა და თანამედროვე მიდგომები განიხილეს. შეხვედრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გაიმართა.
სემინარი გახსნეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ – ქეთევან ბეთლემიძემ, ასევე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს წარმომადგენლებმა.
ღონისძიებაში, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრ სახელმწიფო უწყებებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის, ლტოლვილთა უმაღლესი კომისრისა და საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს წარმომადგენლებმა.