საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოცდილებას მიგრაციის მართვის, მოქალაქეობისა და ბინადრობის, ასევე, ციფრული სერვისების შესახებ მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის გენერალური ინსპექტორატის წარმომადგენლები გაეცნენ.
მოლდოველ კოლეგებს ინფორმაცია მიეწოდათ მიმდინარე ინსტიტუციური რეფორმების თაობაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას და საქართველოს მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.
დელეგაციის წევრებს თბილისის იუსტიციის სახლში საინფორმაციო ტურიც ჩაუტარდათ. სტუმრებმა დაინტერესება და სურვილი გამოხატეს, გაიზიარონ საქართველოს გამოცდილება სერვისების მიწოდებისა და დიგიტალიზაციის საკითხებზე.
მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის გენერალური ინსპექტორატის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით განხორციელდა.


