სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა დასაქმების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში – „დასაქმების ფორუმი 2023“.
ფორუმის მიზანი იყო აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმებასა და კვალიფიკაციის შესაბამისი ვაკანსიების, ასევე, სტაჟირების შესაძლებლობების მოძიებაში დახმარება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის კურსდამთავრებულებს გააცნეს სააგენტოს საქმიანობის სხვადასხვა მიმართულება. ახალგაზრდები დაინტერესდნენ სააგენტოში არსებული სტაჟირების შესაძლებლობებითა და ვაკანსიებით.
„დასაქმების ფორუმი 2023“ წელს მეორედ ჩატარდა. მასში საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელი, ჯამში 105 უწყება და კომპანია მონაწილეობდა.