სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს დასაქმების შესაძლებლობები გააცნო

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს დასაქმების შესაძლებლობები გააცნო

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
სააგენტოს წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის სტუდენტებს, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის კურსდამთავრებულებს უწყების საქმიანობის სხვადასხვა მიმართულება, დასაქმების პირობები გააცნეს. ახალგაზრდები სააგენტოში არსებული ვაკანსიებითა და სტაჟირების შესაძლებლობებით დაინტერესდნენ.
ფორუმის მიზანი იყო აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების დაგეგმვაში, კვალიფიკაციის შესაბამისი ვაკანსიებისა და სტაჟირების პერსპექტივის მოძიებაში დახმარება.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი დასაქმების ფორუმს ყოველწლიურად მართავს. წელს მასში საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელი, ჯამში 30 უწყება და კომპანია მონაწილეობდა.