სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უცხოელ კოლეგებს სერვისების მიწოდებისა და მომხმარებელთა უკუკავშირის საკითხებზე გამოცდილება გაუზიარა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უცხოელ კოლეგებს სერვისების მიწოდებისა და მომხმარებელთა უკუკავშირის საკითხებზე  გამოცდილება გაუზიარა

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)  პროექტის – „საჯარო სერვისების განახლება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში რიგით მე-4, დასკვნითი სემინარი გერმანიაში, ქალაქ ბერლინში   გაიმართა.

ხუთდღიანი სემინარის მონაწილეებმა სერვისების მიწოდებისა და მომხმარებელთა უკუკავშირის საკითხებზე ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება გაუზიარეს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა კოლეგებს  გააცნეს სააგენტოს მიდგომები და  პრინციპები, რომლის მიზანია მომხმარებელთა კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა და თანამშრომელთა მოტივაციის გაზრდა, ასევე გაუზიარეს მომხმარებლებისგან  უკუკავშირის მიღების მეთოდები და სამომავლო გეგმები.

ღონისძიება ევროკავშირის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მხარდაჭერით განხორციელდა. სემინარში მონაწილეობდნენ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა და ევროკავშირის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ორგანიზებით, 2023 წლის 6-10 თებერვალს საფრანგეთში, ქალაქ პარიზში გაიმართა სემინარი სერვისების დიზაინის და მიწოდების საკითხებზე, რომლის მიზანი იყო სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების თემებზე ინფორმაციის გაცვლა აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის; 2023 წლის 22-28 მაისს მოლდოვაში, ქალაქ კიშინიოვში ჩატარდა სემინარი ციფრული ტრანსფორმაციის თემაზე, რომლის მიზანიც იყო საჯარო მონაწილე ქვეყნებს შორის ციფრული პროდუქტების ეფექტიანობის გაუმჯობესების, ბიუროკრატიის შემცირების და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლა. 2023 4-8 სექტემბერს კი საქართველომ უმასპინძლა სემინარს ხარისხის მართვის სისტემების თემაზე, რომლის მიზანი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სახელმწიფო სერვისების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებისთვის გამოცდილების გაზიარება.