სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი ინერგება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი ინერგება
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამსახურების ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ იმ ცვლილებებზე იმსჯელეს, რომლებიც ძალაში 2024 წლის 1 მარტიდან შედის და სააგენტოში ინერგება.
სააგენტოს წარმომადგენლებმა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ექსპერტთან ერთად, საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოს გათვალისწინებით, პრაქტიკული მაგალითებით იმსჯელეს მონაცემთა დამუშავების სამართლებრივ საფუძვლებსა და პრინციპებზე. სამუშაო შეხვედრაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენას დაქვემდებარებული პროცესები განიხილეს და დაიწყო მათი შეფასება.
სააგენტო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელი უწყებაა, რომლის მთავარ პრიორიტეტებს შორის არის მონაცემთა დამუშავების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა.
ორდღიანი სამუშაო შეხვედრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მონაცემთა დაცვის ევროკავშირის სახელმწიფოებში არსებულ მოთხოვნებს შეესაბამება.
სააგენტო მომავალშიც განაგრძობს აქტიურ ღონისძიებებს იმისთვის, რომ ორგანიზაციაში უზრუნველყოფილი იყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები.