იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ტაილანდის სამეფოს ელჩ აპირატ სუგონდჰაბჰრომს უმასპინძლა.
ტაილანდის სამეფოს დელეგაციას სააგენტოს წარმომადგენლებმა უწყების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნეს.
დელეგაციის წევრები საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურით, ასევე, დოკუმენტების აპოსტილისა და ლეგალიზაციის გამოცდილებით დაინტერესდნენ. სააგენტოს წარმომადგენლებმა ტაილანდელ სტუმრებს მათთვის საინტერესო სახელმწიფო სერვისებთან დაკავშირებით სააგენტოს გამოცდილება გაუზიარეს.


