ეუთოს მისია საარჩევნო პროცესში სააგენტოს საქმიანობას გაეცნო

ეუთოს მისია  საარჩევნო პროცესში სააგენტოს საქმიანობას გაეცნო

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საჭიროების შემფასებელ მისიას უწყების საქმიანობის, განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების, საარჩევნო პროცესში სააგენტოს როლისა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებმა ODIHR-ის დელეგაციას დეტალურად გააცნეს უწყებაში მოქმედი ბიომეტრიული მონაცემების დაცვის სტანდარტი და საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი – „ერთი ამომრჩეევლი – ერთი ხმა“. მისიის წარმომადგენლებს ასევე ინფორმაცია მიეწოდათ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარე არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობების  პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლების აქციის შესახებ.

მისია საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსა და მიმდინარე წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოსამზადებელი პროცესის შეფასების მიზნით იმყოფება.