სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კოლეგებს სერვისების განვითარების სტრატეგიის იმპლემენტაციის ფარგლებში მიღწეული პროგრესი გააცნო

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კოლეგებს სერვისების განვითარების სტრატეგიის იმპლემენტაციის ფარგლებში მიღწეული პროგრესი გააცნო

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ იუსტიციის სამინისტროს სისტემის და სხვა საჯარო უწყებების წარმომადგენლებს ქვეყანაში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის სერვისების მიწოდების კომპონენტის აღსრულების პროცესში მიღებული გამოცდილება გაუზიარა.

ღონისძიება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ქეთევან ბეთლემიძემ გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის იმპლემენტაციის და სერვისების მიწოდების გაუმჯობესების მიზნით სააგენტოში  განხორციელებული ღონისძიებები და დაგეგმილი აქტივობები გააცნო.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია – „სახელმწიფო სერვისების შექმნის, მიწოდების, განფასების და ხარისხის უზრუნველყოფის მიდგომების დანერგვა სახელმწიფო სერვისების გამცემ უწყებებში“. დისკუსიაში  მონაწილეობდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის, სოფლის განვითარების სააგენტოს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლები.

პანელური დისკუსიის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიის იმპლემენტაციის ფარგლებში თავიანთ უწყებებში ერთიანი მიდგომების დანერგვის პროცესებთან დაკავშირებით არსებული გამოცდილება, გამოწვევები და მიღწევები გააცნეს.

რეფორმა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK International Development-ის მხარდაჭერით ხორციელდება.