პარამსროლელს, ვლადიმერ ჭინჭარაულს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, თანამშრომლებსა და ოჯახის წევრებთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა. მათ სამშობლოში დაბრუნებულ პარასპორტსმენს გამარჯვება მიულოცეს.
სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის თანამშრომელმა, ვლადიმერ ჭინჭარაულმა 2024 წლის ზაფხულის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოსთვის პირველი ვერცხლის მედალი მოიპოვა.