საქართველოში პირველად შეიქმნა და 2022 წლის 12 აპრილს მთავრობის მიერ დამტკიცდა სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგია, რომელიც მოიაზრებს სახელმწიფო სერვისების გამცემ უწყებებში სახელმწიფო სერვისების შექმნის (დიზაინი), მიწოდების, განფასებისა და ხარისხის უზრუნველყოფის (შეფასების ერთიანი სისტემა და მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა) მიმართულებებით ერთიანი მიდგომებისა და პრინციპების დანერგვას.
სტრატეგიის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებაა იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
პროექტი – „საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა ქვეყანაში სახელმწიფო სერვისების მიწოდებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით“ (III ფაზა) – მიზნად ისახავდა ქვეყანაში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის სერვისების მიწოდების კომპონენტის, მათ შორის, „სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის“ განხორციელების მხარდაჭერასა და სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას სერვისების გამცემ უწყებებში სერვისების შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების ერთიანი მიდგომებისა და პრინციპების დანერგვის გზით.