პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდზე დაფუძნებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის უტყუარობის დადგენის ელექტრონული სისტემა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების მიერ ციფრულად ხელმოწერილი და/ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიერ ციფრული შტამპით დამოწმებული დოკუმენტების უტყუარობის შემოწმებას.
ელექტრონული სისტემა ხელს უწყობს მონაცემთა გაუმჯობესებასა და დოკუმენტების უსაფრთხოების გაზრდას, ისევე როგორც ევროკავშირის 910/2014/EC (eIDAS) რეგულაციასთან ურთიერთთავსებადობას.
განხორციელების პერიოდი: 2017-2020 წწ.