პროექტის ფარგლებში დაინერგა ელექტრონული აპოსტილის სერვისი, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით დაზოგოს დრო, რესურსი და სახლიდან გაუსვლელად მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაამოწმოს დოკუმენტი ელექტრონული აპოსტილით. დოკუმენტზე ელექტრონული აპოსტილის გამოყენება ზრდის დოკუმენტის სანდოობას და დაცულობის ხარისხს.
ელექტრონული აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის წევრი 119 სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
განხორციელების პერიოდი: 2019–2020 წწ.