ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში – მუნიციპალური მართვის სისტემა (მმს)

ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში – მუნიციპალური მართვის სისტემა (მმს)

პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების მიზნით შეიქმნა მუნიციპალური მართვის სისტემა, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებასა და ადგილობრივ დონეზე ელექტრონული მმართველობის განვითარებას. ელექტრონული მმართველობის დანერგვა სამიზნე მუნიციპალიტეტებს საშუალებას აძლევს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ელექტრონული არხების საშუალებით გამოიყენონ ცენტრალური ხელისუფლების მონაცემთა ბაზებში დაცული ინფორმაცია. სისტემა ამოქმედებულია 55 მუნიციპალიტეტში. აღნიშნული სისტემის მეშვეობით ხელმისაწვდომია ისეთი სერვისები, როგორებიცაა სოციალური დახმარება, სამშენებლო ნებართვის გაცემა, სამშენებლო პროექტის შეთანხმება და სხვ.

განხორციელების პერიოდი: 2011-2014 წწ. (I ფაზა); 2014-2016 წწ. (II ფაზა); 2016-2017 წწ. (III ფაზა); 2017-2020 წწ. (IV ფაზა)

დონორი/პარტნიორი: სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახური, სსიპ – ციფრული მმართველობის სააგენტო, სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, კომპანია „3 Line“, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო