საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა საქართველოს 19 რეგიონული ქალაქის (ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, გორი, ბოლნისი, ლანჩხუთი, ხაშური, ფოთი, სამტრედია, ახალციხე, ზესტაფონი, ქობულეთი, საგარეჯო, გურჯაანი, მცხეთა, ოზურგეთი და სენაკი) დამისამართება. კერძოდ, უძრავი ქონების აღწერა/ინვენტარიზაცია და მოსახლეობის აღრიცხვა.
ქვეყნის მასშტაბით, დამისამართების ერთიანი სისტემის ფორმირება ხელს უწყობს ზუსტი, მუდმივად განახლებადი საარჩევნო სიის ფორმირებას. დამისამართების სისტემის სრულყოფა გააუმჯობესებს პიროვნების რეგისტრაციის მონაცემთა ხარისხს და ისეთი მომსახურებების ეფექტურად მიწოდებას, როგორიც არის: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა, სამეწარმეო იურიდიული პირის და უძრავი ქონების რეგისტრაცია და სხვ. პროექტის ფარგლებში, გატარდა ღონისძიებები ტექნიკური, ასევე პროცედურული და სამართლებრივი კუთხით, ელექტრონული პირადობის მოწმობისა და მასთან დაკავშირებული სერვისების – ონლაინ ავთენტიფიკაციისა და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განვითარების ხელშესაწყობად.
განხორციელების პერიოდი: 2012-2015 წწ.
დონორი/პარტნიორი: ევროკავშირი (EU), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო