იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელებს დედის დღე მიულოცეს

იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელებს დედის დღე მიულოცეს

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ხარანაულმა და მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივის თანამშრომელ ქალებს დედის დღე მიულოცეს.

მინისტრის მოადგილეებმა, დედის დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრის სახელით, საჩუქრები გადასცეს სამოქალაქო აქტების ცენტრალურ არქივში მომუშავე ყველაზე ასაკოვან დედას – 84 წლის სიდონია გერლიანს. მას იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 49-წლიანი გამოცდილება აქვს.

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძე კი სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს ეწვია. მან თანამშრომელ ქალებს დედის დღე მიულოცა და ყველაზე მრავალშვილიან დედას – ირინე მეფარიშვილს, იუსტიციის მინისტრის სახელით, ყვავილების თაიგული და საჩუქარი გადასცა.

ირინე მეფარიშვილი 6 შვილის დედაა და საინფორმაციო-სამისამართო ბიუროში 2015 წლიდან მუშაობს.