იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წელსაც წარმატებით გაიარა აუდიტი, რითაც დადასტურდა, რომ მის მიერ მიწოდებული კვალიფიციური სანდო მომსახურება – კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა, კვალიფიციური ელექტრონული შტამპი და დროის კვალიფიციური აღნიშვნა სრულად შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციების მოთხოვნებს.
აუდიტი ჩაატარა ევროკომისიის მიერ აკრედიტებულმა, დამოუკიდებელმა შესაბამისობის შემფასებელმა ორგანომ (CAB) – QSCert-მა და სააგენტომ მიიღო შესაბამისობის სერტიფიკატები.
სააგენტო რეგიონში კვლავ ერთადერთი უწყებაა, რომლის საქმიანობა ევროკავშირში მოქმედ eIDAS-ის რეგულაციას და ევროპული ტელეკომუნიკაციების ინსტიტუტის (ETSI) სტანდარტებს შეესაბამება.