უვიზოდ გამგზავრება შესაძლებელია ევროკავშირის/შენგენის ზონის წევრ შემდეგ სახელმწიფოებში:
ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, ჩეხეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი და რუმინეთი.
ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში
საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან დაიცვან:
მეტი ინფორმაცია იხილეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე
პოლიტიკური, ეკონომიკური ან პირადი მიზეზებით უცხო ქვეყანაში მცირე ხნით ან მუდმივად საცხოვრებლად წასვლა.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია 2003 წლიდან დახმარებას უწევს ევროკავშირის ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნება. ამჟამად მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისია თანამშრომლობს 29 ქვეყანასთან, ძირითადად ევროკავშირის წევრი ქვეყნები, შვეიცარია და კანადა. პროგრამის მონაწილეები არიან თავშესაფრის მაძიებლები, რომლებსაც უარი ეთქვათ განაცხადების დაკმაყოფილებაზე და არალეგალურად მყოფი მიგრანტები.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისია ასევე ეხმარება საქართველოში მყოფი უცხოელებს სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნებაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ხელახლა ჩართვა.
ცალკეული პირები ან ქსელის, ასოციაციის ან საზოგადოების წევრები, რომლებმაც დატოვეს თავიანთი წარმომავლობის ქვეყანა, თუმცა ინარჩუნებენ კავშირს სამშობლოსთან.
ლტოლვილის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, ვისაც „აქვს საფუძვლიანი შიში, რომ შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო და არ შეუძლია, ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე…