სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, რუსუდან კოხოძემ, მოადგილეებთან ერთად, სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან გასული წლის საქმიანობისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა.

რუსუდან კოხოძემ ერთი წლის შედეგები შეაჯამა და თანამშრომლებს მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა. სააგენტოს თავმჯდომარემ არსებული გამოწვევებისა და მათი მოგვარების გზების შესახებაც ისაუბრა. მან შეხვედრის მონაწილეებს სააგენტოს სტრუქტურული გაუმჯობესებისა და თანამშრომელთა შეფასების სისტემის დანერგვის მიზნით დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

შეხვედრაზე სააგენტოს თავმჯდომარემ ტერიტორიული სამსახურების უფროსებისგან მიმდინარე საქმიანობის, არსებული საჭიროებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.