პროექტი -„სახელმწიფო სერვისებისგანვითარების სააგენტოში ინფორმაციული უსაფრთხოების გაუმჯობესება“ (II ფაზა)

პროექტი -„სახელმწიფო სერვისებისგანვითარების სააგენტოში ინფორმაციული უსაფრთხოების გაუმჯობესება“ (II ფაზა)

მოკლე აღწერა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მიმდინარეობს პროექტი – „ინფორმაციული უსაფრთხოების გაუმჯობესება“ (II ფაზა), რომლის მიზანია სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება გაზრდილი გლობალური კიბერსაფრთხეების საპასუხოდ.

პროექტის განხორციელების შედეგად: გაიზრდება სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების საოპერაციო ცენტრის (SOC) შესაძლებლობები; კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და დროის კვალიფიციური აღნიშვნის ლოგების მართვის სისტემის დანერგვით გაუმჯობესდება პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმები; დისტანციური სერვისების და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ვალიდაციის პორტალის განახლების გზით გაუმჯობესდება დისტანციური სერვისების მიწოდების სისტემების უსაფრთხოება და ხელმისაწვდომობა. აღნიშნული ხელს შეუწყობს საჯარო სერვისების მდგრადობისა და საიმედოობის გაზრდას.

პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს.