სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადება

sda logoსახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით,  წინასაარჩევნოდ მოქალაქეთა ზუგდიდში რეგისტრაციის შესახებ,  განმარტებას აკეთებს:

სააგენტოს მონაცემთა ბაზის თანახმად, 2019 წელს, 1 იანვრიდან დღემდე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში  მხოლოდ 310 ადამიანი დარეგისტრირდა, მათგან 101 პირი სხვა რეგიონიდან ან მუნიციპალიტეტიდან გადავიდა, 209 პირი კი ისედაც ზუგდიდის მკვიდრი იყო, რომლებიც ერთი მისამართიდან მეორეზე გადავიდნენ საცხოვრებლად.

მეტი სიცხადისთვის და შემდგომში გაურკვევლობების თავიდან ასაცილებლად, გთავაზობთ  იმ მუნიციპალიტეტების მოქალაქეთა რეგისტრაციის ცვლილების  სტატისტიკურ მონაცემებს, სადაც საქართველოს პარლამენტის შუალედური და მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები ტარდება.

  2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე
მუნიციპალიტეტი იგივე მუნიციპალიტეტი  სხვა
ზესტაფონი  98   83
ზუგდიდი  209  101
თბილისი/მთაწმინდა  308  411
მარნეული  180  54
ჭიათურა  95  105
ხულო  24  47

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ასევე ეხმიანება დღეს ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც, თითქოს თბილისის მკვიდრს – ლელა ბექაურს ამ დღეებში რეგისტრაციის ადგილი შეეცვალა და საცხოვრებლად, თბილისის ნაცვლად, ზუგდიდში მდებარე მისამართზე დარეგისტრირდა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გადაამოწმა საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია და აღნიშნული მოქალაქის მონაცემი, რის საფუძველზეც განმარტავს, რომ ლელა ბექაური 2004 წლიდან რეგისტრირებულია თბილისის ზღვის უბანში, მეტიც – ხსენებულ ქალბატონს არა თუ არ შეუცვლია საცხოვრებელი მისამართი, მას ამგვარი მოთხოვნით არც კი მოუმართავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის.