ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) 21 ოქტომბრის თვითმმარელობის არჩევნებისთვის წინასწარი შედეგების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლება მთელი ძალისხმევით ეცადა ამომრჩეველთა სიის მაქსიმალურად დაზუსტებას.
იუსტიციის სამინისტრო და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ წამყვანი უწყებაა, რომელიც აქტიურად მუშაობდა საარჩევნო სიების დაზუსტებაზე.
ანგარიშში ნათქვამია: „ხელისუფლებამ სათანადო ძალისხმევის შედეგად შეძლო, რომ გაეუმჯობესებინა საარჩევნო სიების ხარისხი. მთლიანობაში დაინტერესებულ მხარეებს აქვთ ნდობა საარჩევნო სიების საიმედოობასა და ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესზე“.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ წლებია, აქტიურად მუშაობს ამომრჩეველთა პოტენციური სიის დაზუსტებაზე, კერძოდ:
2012 წლიდან სააგენტო ინტენსიურადაა ჩართული მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის სამუშაოებში, რათა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სიებისათვის მოქალაქეთა საიდენტიფიკაციო მონაცემები მაქსიმალურად სრულყოფილად გადასცეს. ამჟამად პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 3.496.461 პირის მონაცემებია. ამ ეტაპისათვის პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 2 675 125 მოქალაქე წარმოდგენილია ბიომეტრიული ფოტოსურათით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის ამომრჩევლის მონაცემი უტყუარი და დაზუსტებულია. 2012 წელს ამომრჩეველთა სიაში ასეთი მონაცემი მხოლოდ 778.207 იყო. 2013 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 1 365 478 მოქალაქეზე პირადობის ელექტრონული მოწმობა უფასოდ ან შეღავათიან ფასში გაიცა (უფასოდ გაიცა 1 174 614).
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ „საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი − 3“ 2016 წლის ოქტომბერში, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, დაიწყო. ამ პროექტის ფარგლებში ხარისხიანი საარჩევნო სიის შესადგენად გატარდა მთელი რიგი ღონისძიებებისა. საარჩევნო სიების სრულყოფისათვის სააგენტომ მუშაობა რამდენიმე მიმართულებით აწარმოა, კერძოდ:
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ მუშაობა 13 სექტემბერს დაიწყო. წინასწარი შედეგების ანგარიში ხელისუფლების მიერ 21 ოქტმბერის არჩევნების პროცესთან მიმართებით განხორციელებულ ღონისძიებებს აფასებს.