ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლება მთელი ძალისხმევით ეცადა ამომრჩეველთა სიის მაქსიმალურად დაზუსტებას.
იუსტიციის სამინისტრო და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ წამყვანი უწყებაა, რომელიც აქტიურად მუშაობდა საარჩევნო სიების დაზუსტებაზე.
ანგარიშში ნათქვამია: „ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა, რომ ამომრჩეველთა სიები დაეზუსტებინა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ბიომეტრიულ მონაცემებს ნერგავს სახელმწიფო რეესტრში. საარჩევნო სიებში შეუსაბამობების აღმოფხვრის მიზნით კარდაკარ შემოწმებაც განხორციელდა და სახის ამომცნობი პროგრამა გამოიყენება დუბლირებული ჩანაწერების გასასწორებლად“.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ წლებია, აქტიურად მუშაობს ამომრჩეველთა პოტენციური სიის დაზუსტებაზე, კერძოდ:
2012 წლიდან სააგენტო ინტენსიურადაა ჩართული მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის სამუშაოებში, რათა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სიებისათვის მოქალაქეთა საიდენტიფიკაციო მონაცემები მაქსიმალურად სრულყოფილად გადასცეს. ამჟამად პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 3.500.000 პირის მონაცემებია. ამ ეტაპისათვის პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 2 458 599 მოქალაქე წარმოდგენილია ბიომეტრიული ფოტოსურათით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის ამომრჩევლის მონაცემი უტყუარი და დაზუსტებულია. 2012 წელს ამომრჩეველთა სიაში ასეთი მონაცემი მხოლოდ 778.207 იყო. 2013 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 1 137 150 მოქალაქეზე პირადობის ელექტრონული მოწმობა უფასოდ ან შეღავათიან ფასში გაიცა (უფასოდ გაიცა 946 286).
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ „საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი − 2“ 2015 წლის ოქტომბერში, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, დაიწყო. ამ პროექტის ფარგლებში ხარისხიანი საარჩევნო სიის შესადგენად გატარდა მთელი რიგი ღონისძიებებისა. საარჩევნო სიების სრულყოფისათვის სააგენტომ მუშაობა რამდენიმე მიმართულებით აწარმოა, კერძოდ:
„საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი – 2“-ის დასრულების შემდეგ საქართველოს 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებზე დამოუკიდებლობის შემდგომი პერიოდის ყველაზე ხარისხიანი საარჩევნო სია ექნება.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ მუშაობა 30 აგვისტოს დაიწყო. შუალედური ანგარიში 19 სექტემბრამდე ხელისუფლების მიერ არჩევნების პროცესთან მიმართებით განხორციელებულ ღონისძიებებს აფასებს.