არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი არის დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია არასრულწლოვანი ბავშვის და მისი მშობლების შესახებ პერსონალური ინფორმაცია (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის მისამართი).
არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვნის სახელზე არ არის გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარმდგენი პირი (განმცხადებელი) შესაძლოა იყოს:
დაინტერესებულმა პირმა არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათის მისაღებად განაცხადი უნდა წარადგინოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, იუსტიციის სახლის ფილიალში ან მობილურ იუსტიციის სახლში.
არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი უფასოა და გაიცემა იმავე დღეს.