გარდაცვალების რეგისტრაცია

გარდაცვალების რეგისტრაცია

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის და საქართველოში გარდაცვლილი ნებისმიერი პირის გარდაცვალების ფაქტის რეგისტრაციას.

საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე, სხვა სახელმწიფოში გარდაცვლილი პირის გარდაცვალების ფაქტის რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში.

გარდაცვალების რეგისტრაციის მოთხოვნით შეგიძლიათ მიმართოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლის ფილიალს.

  • ა) პირის გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა;

    ბ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ;

    გ) სასამართლოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ;

    დ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ოქმი პირის გარდაცვალების შესახებ;

    ე) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს (შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) გადაწყვეტილებით რეპრესირებული პირის გარდაცვალების შესახებ;

    ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შეტყობინება სამშვიდობო ოპერაციაში, საომარ ან საბრძოლო მოქმედებაში ანდა სტიქიური უბედურების შედეგად მოსამსახურის დაღუპვის შესახებ;

    ზ) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმავე სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი.

    სტიქიური უბედურების ან კატასტროფის შედეგად დაღუპული პირის გარდაცვალების ფაქტი  ასევე შესაძლებელია დარეგისტრირდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

  • გარდაცვალების ფაქტის  დარეგისტრირება ხდება კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

    გარდაცვალების მოწმობა გაიცემა უფასოდ.