ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტები გაიცემა სსიპ იუსტიციის სახლის ფილიალებსა და სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში (სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებული მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე).
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტები
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტებია:
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი გაიცემა 14 წლის ასაკს მიღწეული, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე მოსწავლის ან მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის, მინდობილი პირის) განცხადების საფუძველზე.
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი
დაინტერესებულმა პირმა ზოგადი განათლების ატესტატის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი
თუ დაინტერესებულმა პირმა საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წლის 31 დეკემბრის ჩათვლით არ მიმართა ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, ან იუსტიციის სახლის ფილიალებს, მომდევნო წლის 1 იანვრიდან მიმართვის შემთხვევაში გაიცემა მხოლოდ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი.
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი ასევე გაიცემა დოკუმენტის განმეორებით მიღების სურვილის შემთხვევაში.
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების დუბლიკატები
საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატი (მე-9 კლასის ატესტატის დუბლიკატი).
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატი (მე-12 კლასის ატესტატის დუბლიკატი).
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი გაიცემა 14 წლის ასაკს მიღწეული, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე მოსწავლის ან მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის, მინდობილი პირის) განცხადების საფუძველზე.
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები:
ა) თუ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებულ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ინახება ინფორმაცია მოსწავლის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ, საკმარისია დაინტერესებულმა პირმა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ბ) სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებულ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მოსწავლის მონაცემების არარსებობის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
გ) თუ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებულ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მოსწავლის მონაცემების არარსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი არ წარადგენს ერთ–ერთ ზემოაღნიშნულ დოკუმენტს, ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ან იუსტიციის სახლი უფლებამოსილია, მოთხოვნა განსახილველად მიიღოს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.
მომსახურების ღირებულება, რომელიც დაწესებულია საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის 20 ივნისამდე გაცემისათვის, განსხვავდება 20 ივნისიდან წლის ბოლომდე დოკუმენტის გაცემისთვის დაწესებული საფასურისაგან.
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის კალენდარული წლის 20 ივნისამდე გაცემისათვის:
მე-10 სამუშაო დღეს – უფასო;
მე-5 სამუშაო დღეს – 45 ლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 65 ლარი;
მე-2 სამუშაო დღეს – 85 ლარი;
განცხადების წარდგენის დღესვე – 95 ლარი.
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის კალენდარული წლის 20 ივნისის შემდეგ გაცემისათვის:
მე-10 სამუშაო დღეს – უფასო;
მე-5 სამუშაო დღეს – 25 ლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 40 ლარი;
მე-2 სამუშაო დღეს – 55 ლარი;
განცხადების წარდგენის დღესვე – 65 ლარი.
ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატის გაცემისთვის:
მე-10 სამუშაო დღეს – 75 ლარი;
მე-5 სამუშაო დღეს – 95 ლარი;
მე-3 სამუშაო დღეს -120 ლარი;
ორი სამუშაო დღის ვადაში -130 ლარი.
განცხადების წარდგენის დღიდან ერთი თვის ვადაში – 40 ლარი (მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მოსწავლის მონაცემების არარსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ ერთ-ერთი ზემოაღნიშნული დოკუმენტის წარმოუდგენლობის დროს).
შენიშვნა: ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი დაჩქარებული წესით (იგულისხმება 2, 3, 5 სამუშაო დღე) გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განცხადების წარდგენის დროს მოსწავლის მონაცემები დაცული იქნება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებულ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.