მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა არის:
ა) პირი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ;
ბ) პირი, რომელსაც შვილად ჰყავს აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ;
გ) პირი, რომლის არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად;
დ) პირი, რომლის არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს დამატებით უნდა წარედგინოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
თუ პირი დაბადებულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ და არ შეუძლია წარმოადგინოს დაბადების მოწმობა, აღნიშნული დოკუმენტის ნაცვლად, შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას, მისი დაბადების ფაქტს, მშობლების ვინაობას და დაბადების აქტის რეგისტრაციის მონაცემებს. დოკუმენტები შესაბამის ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით.
მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ განცხადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება განაცხადის წარდგენიდან 30-ე დღეს, მომსახურება უფასოა.